დამფუძნებელი და ჩვენი ხედვა

დამფუძნებელი და ჩვენი ხედვა

  პალატის დამფუძნებელი ისრაელის მოქალაქე პროფესორი მაქს მეირ შავიტი.


  ოსკარ შინდლერის აკადემიის დამფუძნებელი და რექტორი
საზოგადო მოღვაწე, საქართველო-ისრაელის სამეგობროს დიდი ხიდი და სახალხო დიპლომატი, უამრავი სამთავრობო ჯილდოებისა და სხვადასხვა რეგალიების ლაურეატი …


  პალატის დამფუძნებლისათვის მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო სამართლიანობა და გამჭვირვალობა. მისი მიზანია დაანგრიოს სტერეოტიპი სამედიცინო ტურიზმის შესახებ, როგორც „რთულ და გაუმჭვირვალე“ ბიზნესზე. 

 

  ჩვენი დამფუძნებლის ფილოსოფია მარტივია: შევქმნათ ისეთი სისტემა, სადაც კლინიკა ფოკუსირებულია მკურნალობაზე, ხოლო ჩვენ ვზრუნავთ ყველაფერ დანარჩენზე – ტექნოლოგიიდან პაციენტის კმაყოფილებამდე.

ჩვენი გუნდი

  ჩვენი გუნდი – ეს არის ისრაელისა და საქართველოს გამოცდილი კადრების სინთეზი. ჩვენი ოპერატორები, სამედიცინო კონსულტანტები და პროგრამისტები მუშაობენ ერთიანი სტანდარტით. 

 

  ჩვენი ჯგუფის სიძლიერე იმაშია, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ თეორიით – ჩვენ გვაქვს რეალური ტექნოლოგიური რესურსი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩვენს საქმიანობას ავტომატიზებულს და უშეცდომოს ხდის.

ჩვენი პრიორიტეტები

kmakofilipacienti

კმაყოფლილი პაციენტი:

კმაყოფილი პაციენტი ჩვენი საუკეთესო რეკლამაა ისრაელის ბაზარზე.

operatiuloba

კლინიკის ოპერატიულობა:

ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ პარტნიორმა კლინიკამ მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია და გასცეს სწრაფი პასუხი.
samartlianifasi

ფასის სამართლიანობა:

ჩვენ ვებრძვით ფასების ხელოვნურ ზრდას. რეალური ფასი ნიშნავს პაციენტების სტაბილურ და გრძელვადიან ნაკადს.
sando

სანდოობა:

ჩვენი ხელშეკრულებები ერთგვერდიანია, რადგან ჩვენი სიტყვა და რეპუტაცია უფრო მეტს იწონის, ვიდრე ბიუროკრატიული დოკუმენტები.

ჩვენი ავტორიტეტი ჩვენი შუქურაა

ჩვენი ავტორიტეტი ჩვენი შუქურაა

  ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ ბიზნესს, ჩვენ ვაშენებთ საერთაშორისო ნდობის პლატფორმას და ჩვენი ავტორიტეტი ამის დიდ და საიმედო საფუძველს იძლევა. 

 

  ჩვენთვის სახელი და პატიოსნება მთავარია და ასე გვიცნობენ და გვენდობიან როგორც ისრაელში ასევე საქართველოში.

ქართული მედიცინა ისრაელში

  რა თქმა უნდა აუცილებელია ოპერატიული თანამშრომლობა, როგორც მკურნალობამდე, ისე მკურნალობის შემდეგს.

 

  ჩვენ ვირჩევთ სწორედ ასეთი მიდგომისა და ხედვის პარტნიორებს. ჩვენ გვინდა, რომ ქართულმა მედიცინამ ისრაელში და მთელ მსოფლიოში თავისი სათქმელი თქვას.

  

  ჩვენ თქვენთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ სამკურნალოდ პაციენტები საქართველოდან კი არ მიემგზავრებოდნენ უცხოეთში, არამედ პირიქით — უცხოეთიდან მოდიოდნენ საქართველოში.

კმაყოფილი პაციენტი – გამარჯვებაა

  ჩვენ შევუქმნით პაციენტებს მოგზაურობის ყველაზე ლამაზ, საინტერესო და მყუდრო პროგრამას; დავხვდებით აეროპორტში, დავაბინავებთ, გავყვებით ყველგან და არ მოვაკლებთ ყურადღებას.

  

  თქვენგან საჭიროა თბილი და გულისხმიერი დახვედრა, მყუდრო გარემო და კომფორტი — „ებრაული კუთხე“, რომ თავი იგრძნონ სახლში. ეს ძალიან დაგვეხმარება.

  

  როგორც კი მივაღწევთ პირველ ათ კმაყოფილ პაციენტს და ეს არ მოხდება მალე და უცებ – ამასობაში სამიდან ექვს თვემდე გადის და უნდა ვიყოთ მზად და ოპტიმისტურად მიზნების მისაღწევად

 

ჩვენ და ჩვენი პარტნიორები